ერთი თეთრი

მოჭრის თარიღი – 1993 წელი.
წონა: 1,38 გრ.
დიამეტრი: 15 მმ.
სისქე: 1,25 მმ.
შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი. 
     
      

 

ავერსი: მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია ციფრი „1", მის ქვეშ წარწერა – „თეთრი" და ვაზის ლერწი. კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.   

რევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA".

 

*

ორი თეთრი
მოჭრის თარიღი - 1993 წელი. 
წონა: 1,9 გრ. 
დიამეტრი: 17,5 მმ. 
სისქე: 1,25 მმ.
შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი - ვერცხლისფერი.


 

 

ავერსი: მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია ფრთებაწეული ფარშავანგი, მის ქვეშ წარწერა – „თეთრი" და ციფრი „2". მონეტას კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.   

რევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA". 

  • 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტები მიმოქცევიდან ამოღებულ იქნა 2021 წლის პირველი იანვრიდან

 

 

*   

ხუთი თეთრი
მოჭრის თარიღი – 1993 წელი. 
წონა: 2,5 გრ.
დიამეტრი: 20 მმ. 
სისქე: 1,32 მმ. 
შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი.      



 

ავერსი: მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ–ის III ათასწლეულის ყორღანიდან. მის ქვეშ გამოსახულია ციფრი „5" და წარწერა – „თეთრი". მონეტას კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.   

რევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA". 

 

*

ათი თეთრი
მოჭრის თარიღი – 1993 წელი. 
წონა: 3 გრ. 
დიამეტრი: 22 მმ. 
სისქე: 1,27 მმ. 
შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი.      
    

 

ავერსი: მონეტაზე გამოსახულია ლომზე ამხედრებული წმ. მამაი გელათის მონასტრის XI საუკუნის მოოქროვილი ვერცხლის ტონდოდან. ფიგურის მარჯვენა მონაკვეთში გამოსახულია ციფრი „10", ხოლო ქვემოთ წარწერა – „თეთრი". კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.    

რევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA". 
    

 

*

ოცი თეთრი
მოჭრის თარიღი – 1993 წელი. 
წონა: 5 გრ. 
დიამეტრი: 25 მმ. 
სისქე: 1,62 მმ. 
შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი. 
     


 

ავერსი: მონეტაზე გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ფიროსმანის სურათის დეტალი – ხარ–ირემი, რომლის მარცხნივ გამოსახულია ციფრი „20“, ხოლო ქვეშ წარწერა – „თეთრი“. კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.  

რევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქარტულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა“, „REPUBLIC OF GEORGIA“. 

 

  *

ორმოცდაათი თეთრი
მოჭრის თარიღი – 1993 წელი.
წონა: 2,5 გრ.
დიამეტრი: 19 მმ.
სისქე: 1,4 მმ.
შემადგენლობა: სპილენძის შენადნობი ოქროსფერი.     



ავერსი: მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია XI საუკუნის სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე განთავსებული გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ გამოსახულია ციფრი „50“ და წარწერა – „თეთრი“. კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.   
რევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა“, „REPUBLIC OF GEORGIA“. 

 

     

 

მოჭრის თარიღი – 2006 წელი. 
წონა: 6,5 გრ. 
დიამეტრი: 24 მმ
შემადგენლობასპილენძ-ნიკელი-ვერცხლისფერი.

ავერსი: გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბირომელსაცგარს არტყია მზის სხივების სიმბოლური გამოსახულებაგერბის ქვეშარის წარწერა „საქართველო“ და მონეტის მოჭრის თარიღი – „2006“.  რევერსიგამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „50“ დაწარწერა „თეთრი“.   

 

*

ერთი ლარი
მოჭრის თარიღი - 2006 წელი. 
წონა: 7,8 გრ. 
დიამეტრი: 26,2 მმ. 
შემადგენლობა: სპილენძ-ნიკელი-ვერცხლისფერი.      

 

ავერსი: მონეტის ავერსი შესრულებულია ნახევრად დაღარული პროფილით, რომელზეც გამოსახულია საქარტველოს სახელმწიფო გერბი, ზედა მარცხენა მხარეს - წარწერა „საქართველო", ხოლო ქვედა მარჯვენა მხარეს - მონეტის მოჭრის თარიღი „2006"
რევერსი: მონეტის რევერსი შესრულებულია ნახევრად დაღარული პროფილით, რომელზეც გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „1" და წარწერა „ლარი".

 

*

ორი ლარი
მოჭრის თარიღი - 2006 წელი. 
წონა: 8 გრ. 
დიამეტრი: 27.0 მმ.
შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძი-ალუმინი-ნიკელი-ოქროსფერი. 
გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-ვერცხლისფერი. 
     

ავერსი: გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელსაც კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველო" და მონეტის მოჭრის თარიღი - „2006"
რევერსი: გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „2" და წარწერა "ლარი". ვერცხლისფერი ზედაპირი ორიგინალური დაღარვითაა შესრულებული და წარმოადგენს მზის სხივის ცენტრიდანულ სიმბოლურ გამოსახულებას. 

 

*

ათი ლარი
ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი ბიმეტალური მონეტა
მოჭრის თარიღი – 2000 წელი. 
წონა: 10.6 გრ. 
დიამეტრი: 26.0 მმ.
შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძ-ნიკელი–ვერცხლისფერი.
გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი. 
     


 

ავერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი მასზე დატანილი ჯვრებითა და ქრისტეს კვართით. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "ქრისტეშობიდან 2000 წელი"

რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "10" წარწერით "ათი" და "ლარი", ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკი 2000".

 

*

ათი ლარი
საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი ბიმეტალური მონეტა.
მოჭრის თარიღი – 2000 წელი. 
წონა: 10.6 გრ. 
დიამეტრი: 26.0 მმ.
შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძ-ნიკელი–ვერცხლისფერი.
გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი. 
     
 

 ავერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია XI საუკუნის ღირშესანიშნავი ტაძრის, სვეტიცხოვლის არწივისა და ლომის ცნობილი ბარელიეფები (როგორც სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლოები).მოცემულ კომპოზიციას   კრავს ფოთლოვანი ორნამენტი და შვიდი ვარსკვლავი. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი". 

 რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "10'' და წარწერა "ლარი", ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკი 2000". 

 

*

500 - ლარიანი ოქროს მემორიალური მონეტა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1995 წელს გამოუშვა 500-ლარიანი ოქროს მემორიალური მონეტა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავის აღსანიშნავად.

მონეტა ნუმიზმატიკური დანიშნულებისაა და არ წარმოადგენს საქართველოში საგადამხდელო საშუალებას.

 

მოჭრის თარიღი – 1995 წელი.
წონა: 17 გრ.
დიამეტრი: 31 მმ.
შემადგენლობა: ოქრო 920°(22K).

მონეტის დიზაინის ავტორია საქართველოს სახალხო მხატვარი ნოდარ მალაზონია.

 

 

 

 

ავერსი: მონეტის ავერსზე ზედა ნაწილში გამოსახულია ბორჯღალი და დამზადების წელი 1995. ცენტრში ამოტვიფვრულია რიცხვი 500, რომლის ქვემოთ იკითხება წარწერა „ლარი" – „LARI", ხოლო პერიმეტრზე (ქვედა ნაწილში) – წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა" – „REPUBLIC OF GEORGIA".

 

რევერსი: მონეტის რევერსზე მოცემულია ანტიფაშისტური კოალიციის სახელმწიფოთა მეთაურების სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის და დე გოლის ბარელიეფური გამოსახულებები, რომლის ქვემოთ ამოტვიფვრულია მეორე მსოფლო ომის დამთავრების წელი1945, ხოლო პერიმეტრზე (ქვედა ნაწილში) – მათი გვარები „STALINE - ROOSEVELT - CHURCHILL - DE GAULLE".

 

მონეტის წიბოზე გამოსახულია გამოშვებული მონეტების რაოდენობა, შესაბამისად დანომრილი 0001/2000-დან 2000/2000-მდე.