ჰერალდიკის კოლეგიის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციები

კოლეგიის
ძირითად მიზნებს, ამოცანებსა და ფუნქციებს წარმოადგენს:


სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის მიერ ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვაში კოორდინირებული მონაწილეობა.

წარმოდგენილ განსახილველ საკითხებთან მიმართებაში მეთოდური ეწინადადებებისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

ქართული ჰერალდიკური ნორმების განსაზღვრასა და დადგენაში მონაწილეობა;

) სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანიზაციებისა თუ პირების მიერ წარმოდგენილი სიმბოლოებისა და ჰერალდიკური ნიშნების მხატვრულ-შინაარსობრივი სახის განხილვა, შეფასება და რეკომენდაციების გაცემა;

ჰერალდიკის საკითხებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტებისა და სხვა ინიციატივების განხილვა;

) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების: საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, დროშების, დროშათა ერთობლიობის,  ემბლემების, სიმბოლოთა     ერთობლიობის, ინსიგნიის, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისადა განმასხვავებელი ნიშნების, სამხედრო წოდებების, სპეციალური წოდებების განმასხვავებელი ნიშნების, თავდაცვის ძალების  სახეობის, სამხედრო დანაყოფისსამხედრო ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი და სახელმწიფო ჯილდოების, მუნიციპალური გერბებისა და დროშების, მოქალაქის პასპორტისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საჯარო დაწესებულების ბლანკის  ნიმუშებისსამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების გაცემა.

) საქართველოს ტერიტორიაზე გამართული სარიტუალო, სადღესასწაულოსაერთაშორისო, ოფიციალური სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების  გამოყენების წესების დადგენისათვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

) სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

საჭიროების შემთხვევაში ჰერალდიკისა და სიმბოლიკის საკითხებში გამოცხადებულ კონკურსებში წარმოდგენილი ნამუშევრების ექსპერტიზა;

დეპარატმენტის მიერ გამოსაცემად მომზადებული მასალების შეფასება, განხილვა და რეკომენდაციების გაცემა ექსპერტთა კოლეგიის საქმიანობის წესი

 

 


 კოლეგიის საქმიანობის წესი:

 


1.   ექსპერტთა კოლეგიის წევრებსა და საქმიანობის წესს ამტკიცებს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. კოლეგიის წევრობა არის ნებაყოფლობითი და არაანაზღაურებადი.

3.  კოლეგიის საქმიანობის ძირითად ფორმას წარმოადგენს კოლეგიის სხდომა, რომელიც სამ თვეში ერთხელ იქნება მოწვეული. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება კოლეგიის თავმჯდომარისა ან გამონაკლის შემთხვევაში წევრთა სულ მცირე 1/3ის მოთხოვნით.

4. კოლეგიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

5.  კოლეგიის გადაწყვეტილება უფლებამოსილად ჩაითვლება, თუ საკითხს მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა.

6.  კომისიის სხდომა გაფორმდება სათანადო ოქმით, მიღებული გადაწყვეტილებები შეინახება სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

7.  ექსპერტთა კოლეგიას აქვს საკითხის ინიცირების უფლება, რომელსაც სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტს წარუდგენს.

8.  კოლეგიის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ჰერალდიკისა და სიმბოლიკის დარგში გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში კოლეგიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე კოლეგიის წევრს დროებით (კონკურსის დამთავრებამდე) უჩერდება კოლეგიის წევრის სტატუსი და უფლებამოსილება.

9.  კოლეგიის საქმიანობის ორგანიზაციულტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი.

10. კოლეგიის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.


 

სიპ - სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის ჰერალდიკის კოლეგიის შემადგენლობა:

 


1. თორნიკე ასათიანი - ისტორიის დოქტორი, ჰერალდიკის სპეციალისტი

2. მამუკა გონგაძე - სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე

3. ლევან თაქთაქიშვილი - ისტორიკოსი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი

4. ზაქარია კიკნაძე - მხატვარი, ჰერალდიკის სპეციალისტი

5. მირიან კიკნაძე - მხატვარი, ჰერალდიკის სპეციალისტი

6. დავით კლდიაშვილი - ჰერალდიკის სპეციალისტი

7. სულხან სალაძე - იურისტი, ძველი ევროპული რუკების მკვლევარი, მაპპა კარტოგრაფიკის დირექტორი

8. გიორგი სორდია - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის დირექტორი

9. როლანდ სპანდერაშვილი - ისტორიის დოქტორანტი, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის ფულის ნიშნების დამზადებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

10. მამუკა ქაფიანიძე - ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი

11. მამუკა წურწუმია - ისტორიის დოქტორი, ჰერალდიკის სპეციალისტი

12. ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ისტორიის დოქტორი, პროფესორი

13. თემურ ჯოჯუა - ისტორიის დოქტორი, პროფესორი

14. ნინო სიხარულიძე - დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი