ერთი ლარი გამოშვების წელი - 2002 ბანკნოტის ზომა - 115 X 61 მმ. ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) პორტრეტი წარწერით „ფიროსმანი 1862-1918" | |
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია საქართველოს დედაქალაქის - თბილისის პანორამა და ირემი ფიროსმანის ნახატიდან. | |
ორი ლარი გამოშვების წელი - 2002ბანკნოტის ზომა - 115 X 61 მმ. ბანკნოტის წინა მხარე: გამოსახულია ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი წარწერით „ზაქარია ფალიაშვილი 1871-1933", ხოლო მარცხენა მხარეს - მისი ოპერის - „აბესალომ და ეთერის" უვერტიურის ნოტები. | |
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, წარწერა: „თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი 1887 წ.". | |
ხუთი ლარი გამოშვების წელი - 2002 ბანკნოტის ზომა - 115 X 61 მმ. ბანკნოტის წინა მხარე: გამოსახულია ქართველი აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით „ივანე ჯავახიშვილი 1876 - 1940" |
|
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, მის ქვემოთ - გადაშლილი წიგნი და მცენარეული დეკორი, მარცხენა მხარეს - ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ. III ათასწლეულის ყორღანიდან და საქართველოს სიტუაციური რუკა. | |
ათი ლარი გამოშვების წელი - 2002ბანკნოტის ზომა - 125 X 63 მმ. ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით „აკაკი წერეთელი 1840-1915", მერცხალი და აყვავებული რტო. | |
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია დედის პორტრეტი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან „ იმერეთი-დედაჩემი" და ვაზის ლერწები. | |
ოცი ლარიგამოშვების წელი - 2002ბანკნოტის ზომა - 131 X 65 მმ. წინა მხარე:გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837-1907", მის მიერ დაარსებული ჟურნალები „საქართველოს მოამბე", „ივერია" და პირადი ნივთები. | |
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება.XVIII ს-ის თბილისის გეგმა (შედგენილია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ) და ძველი თბილისის პანორამა ნარიყალას გამოსახულებით. | |
ორმოცდაათი ლარი გამოშვების წელი - 2004ბანკნოტის ზომა - 135 X 66 მმ. ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია თამარ მეფის პორტრეტი წარწერით „თამარ მეფე. XII ს.", ხოლო მარცხენა მხარეს - გრიფონის გამოსახულება სამთავისის ტაძრის ფასადის მორთულობიდან. | |
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია ზოდიაქოს ნიშანი - „მშვილდოსანი" - XII ს-ის ქართული მინიატურული ხელნაწერიდან. | |
ასი ლარი გამოშვების წელი - 2004ბანკნოტის ზომა - 140 X 67 მმ. ბანკნოტის წინა მხარე: გამოსახულია ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის გრაფიკული პორტრეტი წარწერით „შოთა რუსთაველი. XII ს.", მარცხენა მხარეს - ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების კომპოზიცია |
|
100 ლარი ბანკნოტის უკანა მხარე: წარმოდგენილია კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით - „დანიელი ლომთა ხაროში" - მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII საუკუნე". | |
ორასი ლარი გამოშვების წელი - 2007ბანკნოტის ზომა - 146 მმ X 72 მმ. ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები. | |
ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია სოხუმის ხედი და გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში ნაპოვნი კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი. | |