სიახლეები

news-image

ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის IV საერთაშორისო კონფერენცია

21.10.2026

 

2026 წლის 23 ოქტომბერს, სსიპ სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით, ქუთაისში გაიხსნება ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის IV საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციის თემაა „ანტიკური სიმბოლოებიდან თანამედროვე ჰერალდიკამდე“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის ჰერალდიკის მუდმივმოქმედი ექსპერტთა კოლეგიის წევრები, მოწვეული სპეციალისტები და დარგის საერთაშორისო ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და ყაზახეთიდან.
კონფერენციას ასევე დაესწრებიან მოწვეული სტუმრები, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანია ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის სფეროში არსებული სამეცნიერო კვლევების, ისტორიული წყაროებისა და თანამედროვე მიდგომების წარმოჩენა, დარგის აქტუალური საკითხების განხილვა, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებსა და სპეციალისტებს შორის პროფესიული და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება.

 

 

სხვა სიახლეები

27 თებერვალი, 2024

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის

19 თებერვალი, 2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)

19 თებერვალი, 2024

16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)

13 თებერვალი, 2024

12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)