სიახლეები

news-image

სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის I სამეცნიერო კონფერენცია

11.11.2025

 

7-8 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის I სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული ჰერალდიკა: ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ექსპერტთა კოლეგიის - „ჰერალდიკის კოლეგიის“ წევრები და მოწვეული სპეციალისტები. კონფერენციის პირველი სესია გახსნა სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ, ხოლო მეორე სესია - „ჰერალდიკის კოლეგიის“ თავმჯდომარემ, მამუკა წურწუმიამ.

სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის I სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს ინტერდისციპლინარული მოხსენებები, მათ შორის: საქართველო და ქართული დროშა ევროპულ კარტოგრაფიაში (მამუკა წურწუმია, სულხან სალაძე, ელგუჯა სეხნიაშვილი); წმინდა გიორგი ქართულ და უცხოურ ჰერალდიკაში (მამუკა გონგაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი);. ჰერალდიკაში ასახული სამეფო ნიშნები: გვირგვინი, სკიპტრა, სფერო, მანტია და ხმალი (ნინო დათუნაშვილი, თეიმურაზ ჯოჯუა); შავიზღვისპირეთის ნუმიზმატიკური ნიმუშები და ისტორია (როლანდ სპანდერაშვილი); ანტიკური ხანის პროტო-ჰერალდიკური სიმბოლოები (დავით კდლიაშვილი);  საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექცია მიხეილ ვადბოლსკის შესახებ (მამუკა ქაფიანიძე), სტატია აკრძალული ლიეტუვური ჰერალდიკური სიმბოლოების შესახებ (ნინო სიხარულიძე), აგნე-რაილაიტე ბარდეს ავტორობით, რომელიც ჟურნალ „ჰეროლდის“ მე-12 ნომერში უნდა გამოქვეყნდეს.

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები და საქართველოს სახელმწიფო დროშა. მომავალში ეტაპობრივად დეტალურად გაგაცნობთ კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებს.

იხ. ფოტოები >>

 

სხვა სიახლეები

27 თებერვალი, 2024

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის

19 თებერვალი, 2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)

19 თებერვალი, 2024

16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)

13 თებერვალი, 2024

12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)