სიახლეები
სემინარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისათვის
10.11.2025
სემინარის თემა: აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი: საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572-ე დადგენილების შესახებ
6 ნოემბერს, ბათუმში, სსიპ სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარი თემაზე: „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი: საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572-ე დადგენილების შესახებ“.
სემინარზე სსიპ სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა გონგაძემ და დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა თამთა მელელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დადგენილების მიზანი, მდგომარეობა მიღებამდე და მიღების შემდგომ, პრაქტიკა, გამოცდილება, შედეგები, აღსრულების სტატისტიკა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი დეტალები და პროცედურები. ასევე იმსჯელეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროების ემბლემების შესახებ. აღნიშნულ სემინარს ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იური დვალიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დიასამიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ლევან ბარამიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მახარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, არჩილ ბერიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ამირან თავდგირიძე,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე.
შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობასთსთან კონსულტაციების შემდგომ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გამოიკვეთა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572-ე დადგენილების მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწის საჭიროება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც.
ფოტოები >>
სხვა სიახლეები
27 თებერვალი, 2024
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის
19 თებერვალი, 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)
19 თებერვალი, 2024
16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)
13 თებერვალი, 2024
12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)