სიახლეები

news-image

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა გონგაძე ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს

01.09.2025

    

 


რუმინეთის ქალაქ, იასიში, რუმინეთის გენეალოგიისა და ჰერალდიკის ინსტიტუტის ორგანიზებით (Sever Zotta) გაიმართა ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის 23-ე საერთაშორისო კოლოქვიუმი. კოლოქვიუმიუს თემას წარმაოდგენდა ჰერალდიკა და პარტიკულარიზმი: გერბებში ასახული ეროვნული, კულტურული და რელიგიური იდენტობები. კოლოქვიუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა - დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ და დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა ელგუჯა სეხნიაშვილმა. 

მამუკა გონგაძემ წარადგინა მოხსენება - "საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სიმბოლიკის შესახებ" - საქართველოს ისტორიული რეგიონების, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიის ჰერალდიკურ მემკვიდრეობაზე, ძირითადად 1921 წლამდე და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ - 1990 წლიდან.

ამასთან, ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბატონი მამუკა გონგაძე ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ აქტიური აკადემიკოსების (სრულუფლებიანი წევრების) რაოდენობა 75-ით შემოიფარგლება.


კოლოქვიუმის ფოტოები >>


სხვა სიახლეები

27 თებერვალი, 2024

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის

19 თებერვალი, 2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)

19 თებერვალი, 2024

16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)

13 თებერვალი, 2024

12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)