სიახლეები

საქართველოს ეკონონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ-ების ოფიციალური კორესპოდენციის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბლანკის დამტკიცება
12.07.2023
2023 წლის 22 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა გამოსცა ბრძანება სამინისტროს ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ (იხ. ნიმუში), რომლის საფუძველზეც, თავის მხრივ, სამინისტროსთან არსებული სსიპ-ების: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (18.04.23), ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (19. 05.23) და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოთა (12.07.23) ხელმძღვანელებმა გამოსცეს ბრძანებები ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეთანხმდა და დამტკიცდა ბლანკების ნიმუშები
საქართველოს კანონით - “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ (22.02.2019; 4313-IIს) და მისგან გამომდინარე, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის შესახებ“ მთავრობის 572-ე დადგენილებით (14.12.2022) განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებამ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს: ემბლემის, დროშის, განმასხვავებელი ნიშნის, ასევე, ოფიციალური კორესპონდენციისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის, მედიასთან ურთიერთობის ბანერის შესათანხმებლად უნდა მიმართოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.
აღნიშნულ პროცედურაში მეტი თვალსაჩინოების შეტანის მიზნით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ არაერთი სემინარი გამართა საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელთათვის. ასევე, საბჭოს თანამშრომლები აქტიურ კონსულტაციას სწევდნენ, შესათანხმებლად შემოსული დოკუმენტებისა და ნიმუშების სრულყოფისთვის.
სხვა სიახლეები
27 თებერვალი, 2024
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის
19 თებერვალი, 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)
19 თებერვალი, 2024
16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)
13 თებერვალი, 2024
12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)