სიახლეები

პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 11.04.2023.
11.04.2023
2023 წლის 11 აპრილს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და თანამშრომლები შეხვდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიის კურსანტებსა და სამხედრო-პედაგოგიური შემადგენლობას.საქართველოს სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის თვითმმართველი მუნიციპალიტეტების სიმბოლოების შექმნის შესახებ აუდიტორიას მოხსენებით მიმართა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ. აკადემიის დარბაზის ფოეში გამოფენილი ისტორიული საზღვაო რუქების - პორტოლანების და მათზე გამოსახულ საქართველოს თანამედროვე სიმბოლოების პროტოტიპების შესახებ, შეკრებილ აუდიტორიას, ესაუბრა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ჩხეიძე.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ, მადლობა მოახსენა ეროვნული თავდაცვის აკადემიიის სტუმრებს საინტერესო მოხსენებებისთვის და ბნ. მამუკა გონგაძეს, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს გადასცა აკადემიის საპატიო სიგელი.(იხ.ფოტო)
სხვა სიახლეები
27 თებერვალი, 2024
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის
19 თებერვალი, 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)
19 თებერვალი, 2024
16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)
13 თებერვალი, 2024
12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)