სიახლეები

ელდარ შენგელაია 90
26.01.2023
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ულოცავს ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს!
ფასდაუდებელია ელდარ შენგელაიას წვლილი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების საქართველოს სახელმწიფო დროშის და საქართველოს სახელმწიფო გერბის დადგენის საქმეში. ელდარ შენგელაია 90-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული საფუძვლების შესწავლას. მისი მეცადინეობით მსოფლიოს არქივებსა და წიგნსაცავებში მიკვლეული და შესწავლილი იქნა არაერთი წყარო, ევროპული საზღვაო რუკა, რომელშიც დაცული აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე გამოსახული დროშები. მოძიებული მასალების საფუძველზე ელდარ შენგელაიას ხელმძღვანელობით უკვე 1999 წელს მოხდა საკანონმდებლო ინიციატივების, საქართველოს პარლამენტის დადგენილების მომზადება საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის თაობაზე.
გადამწყვეტი იყო ასევე ელდარ შენგელაიას წვლილი საქართველოს სახელმწიფო გერბის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაში და გამარჯვებული ნამუშევრისთვის საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის საქმეში.2008 წელს ელდარ შენგელაიას მეცადინეობით საქართველოს პარლამენტთან დაფუძნდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო, რომელმაც გააგრძელა მუშაობა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შექმნასა და სრულყოფაზე, მუნიციპალური სიმბოლოების შექმნის და დადგენის, სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა სიმბოლოების (საპატრულო პოლიციის ფორმის, განმასხვავებელი ნიშნების, დროშათა ერთობლიობების სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების...) შექმნისა და დადგენის საკითხებზე.
ელდარ შენგელაია საბჭოს ხელმძღვანელობდა 2008-2021 წლებში, შეუფასებელია საბჭოსთვის მისი, როგორც დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის წვლილი. კიდევ ერთხელ, ვულოცავთ, ბატონ ელდარს დაბადებიდან 90 წლის იუბილეს და ვუსურვებთ მას მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს!
სხვა სიახლეები
27 თებერვალი, 2024
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის
19 თებერვალი, 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)
19 თებერვალი, 2024
16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)
13 თებერვალი, 2024
12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)