|
ქალაქ რუსთავის გერბი
ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად - მეწამულ და ვერცხლის ველებად. I ნაწილი - მეწამული ველის თავში მოთავსებულია ვერცხლის ჯვარი. II ნაწილი - ვერცხლის ველის თავში მოთავსებულია მეწამული ხუთქიმიანი გვირგვინი. გერბის ფარს გადაკვეთს ორი სარტყელი I ვერცხლ-წითელი სამთაღიანი, ქონგურებიანი ხიდი, რომელიც მეწამულ ველზე ვერცხლისაა, ვერცხლის ველზე - მეწამული. II ტალღოვანი ვერცხლ-მეწამული სარტყელი, რომელიც მეწამულ ველზე ვერცხლისაა, ვერცხლის ველზე - მეწამული. ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. გერბის ფარს გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "რუსთავი."სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.
|