|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარის ლაჟვარდის ველი წმ. ანდრიას ვერცხლის ჯვრით გაყოფილია 4 ველად. პირველ ნაწილზე გამოსახულია ოქროს საწმისი. ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი. მცირე ფარის მეწამული ველი ვერცხლის სამი ტალღოვანი სარტყელით გაყოფილია ორ ველად. მცირე ფარის პირველ ველზე მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, მეორე ველზე ოქროს ციხე-სიმაგრე ღია კარიბჭით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
|
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დროშა დროშის ლაჟვერდის ველზე ცენტრში მოთავსებულია წალენჯიხის გერბის მცირე ფარი. მცირე ფარის მეწამული ველი ვერცხლის სამი ტალღოვანი სარტყელით გაყოფილია ორ ველად. მცირე ფარის პირველ ველზე მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, მეორე ველზე ოქროს ციხე-სიმაგრე ღია კარიბჭით.დროშის პროპორციაა 2:3.. |
დამტკიცებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №8 დადგენილებით, 31.03.2009წ.