მიმდინარეობს საიტის განახლება

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი

          გერბის ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომელზეც მოთავსებულია ორი მეწამული ვაზის ფოთლიანი სტილიზებული მეწამული ყურძნის მტევანი. მთის ზემოთ გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი მეწამულ ველზე.  გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  "ამბროლაური". 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა

              მართკუთხა ნაჭერი პროპორციით 2/3. დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 2/3 _ მეწამულ ველზე ვერცხლის ბოლნური ჯვარი.  მეორე ნაწილს უჭირავს დროშის 1/4 და წარმოადგენს ვერცხლის ველს. დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

დამტკიცებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №25 დადგენილებით, 26.11.2010წ. 




ამბროლაურის გერბის შესახებ

          გერბის ფარში გამოსახული ფიგურები და გამოყენებული "ფერები" _ მეწამული და ვერცხლი, აგრეთვე მთებს ზემოთ გამოსახული ვერცხლის ჯვარი ამბროლაურის მკვიდრთა ღვთისმოსაობას და კეთილშობილებას განასახიერებს. ვერცხლით აგრეთვე გადმოცემულია  კავკასიონის მთები, რომლის ძირშიც მდებარეობს ამბროლაური, ხოლო მეწამული ყურძნის მტევანი და ვაზის ფოთლები მინიშნებაა ხვანჭკარაზე - ღვინის ცნობილ სახეობაზე. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურებიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ამბროლაური", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.