მიმდინარეობს საიტის განახლება

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა

დედაქალაქი  –ნალჩიკი

ფართობი     – 12 470

მოსახლეობა – 893 819 (2010)

 

 

 

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის გერბი
          ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის გერბი წარმოადგენს ფარის წითელ ველზე გამოსახულ ოქროს (ყვითელ) არწივს. არწივის თვალები ლაჟვარდის ფერია (ლურჯი, ცისფერი).  არწივის მკერდზე მცირე გადაკვეთილი ფარი დევს, ზემოთ - ლაჟვარდის ველზე (ლურჯი, ცისფერი) ვერცხლის (თეთრი) ორმწვერვალიანი მთა. ქვემოთ _ მწვანე ველზე ოქროს (ყვითელი) სამყურა მოგრძო ფოთლებით. 
ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დროშა
             ყაბარდინო-ბალყარეთის რესპუბლიკის დროშა წარმოადგენს ქსოვილს სამი  ერთნაირი სიდიდის ჰორიზონტალური ზოლით: ლურჯ-ცისფერ, თეთრი და მწვანე. ტილოს ცენტრში გამოსახულია წრე გაყოფილი ლურჯ-ცისფერ და მწვანე ველებად, რომლის შუაში მოთავსებულია იალბუზის გამოსახულება. დროშის სიგანისა და სიგრძის შეფარდებაა 2:3