ადიღეს რესპუბლიკა
დედაქალაქი – მაიკოპი
ფართობი – 7792
მოსახლეობა –443 168 (2010)
|
ადიღეს რესპუბლიკის გერბი არის წრე, რომელსაც ზემოდან შემოყვება ბაფთა წარწერით 'ადიღეს რესპუბლიკა" რუსულ და ადიღეურ ენებზე. ბაფთის ცენტრში _ დიდი ვარსკვლავი, გვერდებზე მუხისა და ნეკერჩხალის ფოთლები (მარცხნივ), ოქროსფერი ხორბლის თავთავი, სიმინდის ტაროები (მარჯვნივ). წრე მთავრდება სიტყვათა აბრევიატურით 'რუსეთის ფედერაცია~ ("Российская Федерация") - ასოებით 'რფ~ (РФ), რომლის ზემოთ გამოსახულია ნაციონალური მაგიდა -ანე პურითა და მარილით. წრის შუაში _ ნარტების ეპოსის გმირი საუსრიკიო ცეცხლივით მრინავ ცხენზე. |
|
ადიღეის რესპუბლიკის დროშა ადიღეის რესპუბლიკის დროშა წარმოადგენს მწვანე ფერის სწორკუთხა ტილოს, რომელზეც გამოსახულია 12 ოქროს ვარსკვლავი და სამი გადაჯვარედინეული ისარი, ბუნიკებით ზემოთ. დროშის სიგანისა და სიგრძის შეფარდებაა 1:2 |
დროშა დამოუკიდებელი ჩერქეზეთისათვის (რის შექმნასაც ცდილობდა დიდი ბრიტანეთი) შექმნა დიდი ბრიტანეთის რეზიდენტმა დევიდ ურკვარტმა 1836 წელს. (წყარო: Борисов И. В., Козина Е. Н. Геральдика России. - М.: «Астрель», 2006. - С. 24. - 423 с.) ეს დროშა გამოიყენებოდა აგრეთვე II მსოფლიო ომის დროს პროგერმანული 'ჩრდილოეთ-კავკასიის ლიგის~ მიერ. (წყარო: ამის შესახებ წერს ვინმე სთიუართ ნოთჰოლთი (Stuart Notholt) საიტზე _ http://www.crwflags.com/fotw/flags/ru-01.html#hist_ რამდენად სწორია ეს ცნობა არ ვიცით)