|
დუშეთის მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად - პირველი ნაწილი - მეწამულ ველზე ზედა ნაწილი გადაკვეთილია ტეხილი ვერცხლის სარტყელით რომლის ზევით და ქვევით განთავსებულია ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი სამი-ორზე; მეორე ნაწილი არის სევადი ველი. გერბის ცენტრში, პირველ და მეორე ველზე მოთავსებულია მეომრის ოქროს აღჭურვილობა - ჯაჭვის პერანგი;აღმოსავლური ფარი და ხმალი; გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ "დუშეთი". |
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის დროშა დროშა წარმოადგენს მეწამული ფერის მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ტეხილი ვერცხლის სარტყელი რომელიც არ კვეთს დროშის კიდეებს და ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი სამი-ორზე;დროშის პროპორციაა - 2/3
მაღალი რეზოლუციის ფაილი
|
დამტკიცებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №29 დადგენილებით, 26.10.2012წ.
|