 |
მესტიის მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილია 4 ნაწილად (ველად). I მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) შუბოსანი, ვერცხლის ფარიანი, ქვეითი წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. II - ლაჟვარდოვან ველს კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს ვერძის ტყავი. III- ველი გადაკვეთილია ვერცხლის ტეხილით, რომლის ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს დათვი აღჭურვილი წითელი ენით , ხოლო ზედა ნაწილი ლაჟვარდის ფერია. IV ნაწილის მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის სახლი და კოშკი, რომლის მარჯვნივ გამოსახულია ოქროს კვერთხი , ხოლო მარცხნივ - ზეაღმართული ოქროს ხმალი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი "მესტია". |
 |
მესტიის მუნიციპალიტეტის დროშა მესტიის დროშა მეწამულ-ოქროსფერია. მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) შუბოსანი, ვერცხლის ფარით, ქვეითი წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით, რომელიც დროშის 7/9-ია. დროშა ბოლოვდება ორი ტოლფერდა ოქროს სამკუთხედით, რომელთა წვერები მიდის დროშის სიგრძის შუამდე. დროშის პროპორციაა 2:3
მაღალი გარჩევადობის ფაილი
|
დამტკიცებულია მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №43 დადგენილებით, 05.11.2014წ.
|