|
ონის მუნიციპალიტეტის გერბი: გერბის ფარის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომლის შუა მწვერვალი მაღალია; მთის ზემოთ მოთავსებულია სტილიზებული ფორმის ოქროს ვერძის რქები, მის ზემოთ ოქროს ჯვარი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ .'ონი~. |
|
ონის მუნიციპალიტეტის დროშა დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. I ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს ბოლნური ჯვარი. II ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს. I ნაწილს დროშის 2/3 უჭირავს, II ნაწილს - 1/4. დროშის პროპორციაა 2:3.
მაღალი გარჩევადობის ფაილი
|
დამტკიცებულია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №34 დადგენილებით, 21.08.2008წ.
ონის გერბის შესახებ
გერბის ფარში გამოსახული ფიგურები და გამოყენებული "ფერები" _ ლურჯი, ოქრო და ვერცხლი ონის მკვიდრთა ღირსებას, ძლევამოსილებას და კეთილშობილებას განასახიერებს. ვერცხლით აგრეთვე გადმოცემულია კავკასიონის მთები, რომლის ძირშიც მდებარეობს ონი. ვერძის თავი ონის ძველ, ისტორიულად არსებულ გერბში იყო დაფიქსირებული, ამიტომ აზრობრივად იგი დაედო საფუძვლად ონის თანამედროვე გერბში გამოსახულ ფიგურას, ხოლო ვიზუალურად ვერძის თავის მსგავსი გამოსახულება ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლის - ბრილის გათხრებისას. ოქროს ჯვარი მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიას და ონის მკვიდრთა ღვთისმოსაობაზე მეტყველებს. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურებიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ონი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.