 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილი და იყოფა ოთხ ნაწილად. I _ ლურჯ ველზე ოქროს მთაზე მდგარი ოქროს აღჭურვილი ციხე-სიმაგრეა ორი კოშკით, რომელთა შორის გალავანზე აღმართულია ვერცხლის ხორუგვი, რომელზეც გამოსახულია მეფე თამარის წითელი ხელრთვა. ციხე-სიმაგრის სარკმელები და ნახევრად ღია კარიბჭის ველი მეწამულია. II _ მეწამული ველის ზედა ნაწილში მოთავსებულია ოქროს თასი, მის ქვემოთ ვერცხლის წყარო, დაბლა ოქროს მთა. III _ მეწამულ ველზე ოქროს ხორბლის ძნა. IV _ ვერცხლის ველზე კამეჩის შავი თავი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ "დედოფლისწყარო". |
 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დროშა დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად _ ლურჯ და მეწამულ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი _ ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა (ფარის დაშორება ზედა და ქვედა კიდეებთან წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5). დროშის პროპორციაა 2/3.
მაღალი გარჩევადობის ფაილი
|
დამტკიცებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №7 დადგენილებით, 29.04.2011წ.