მიმდინარეობს საიტის განახლება

 


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბი
გერბის ფარი ქონგურისებურადაა გაკვეთილი და იყოფა ორ ნაწილად. გერბის ფარის ზედა ნაწილში ზურმუხტის (მწვანე) ველზე გამოსახულია ვერცხლის ირემი შემართული ფეხით. ქვედა ვერცხლის (თეთრ) ველზე გამოსახულია მეწამულის (წითელი) მეფე თამარის ხელრთვა. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი "ლაგოდეხი".  

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დროშა
დროშა ჰორიზონტალურადაა გაყოფილი ორ ზურმუხტის (მწვანე) და ვერცხლის (თეთრ) ველებად ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამულის (წითელი) მეფე თამარის ხელრთვა. დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია ლაგოდეხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №26 დადგენილებით, 30.10.2009.  


ლაგოდეხის გერბის შესახებ

გერბში მთავარი "ფერების" _ ვერცხლისა და მწვანის  გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. გერბის ფარზე მოთავსებული თამარის ხელრთვა ლაგოდეხის ისტორიული ტერიტორიაზე სამეფო დომენის გადმომცემის, ხოლო ირემი ვაჟკაცური კეთილშობილების, ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის განსახიერებას და ესთეტიკურ ძალდაუტანლობას გადმოსცემს, აგრეთვე იგი სიმბოლურად ლაგოდეხის მდიდარ ბუნებას (ლაგოდეხის ნაკრძალს) გადმოსცემს. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ლაგოდეხი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.