მიმდინარეობს საიტის განახლება
       

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბი 

                გერბის ფარი გაკვეთილია და ორ ნაწილადაა გაყოფილი. I ნაწილი _ ძოწის ველზე ოქროს სახელოიანი ოქროს ხელის მტევანი, რომელსაც შვიდი ოქროს სხივით გასხივოსნებული ოქროს ქვა უჭირავს. ოქროს ხელის მტევნის ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია ექვს-ექვსი (3/3 და 3/3-ზე) ოქროს ჯვარი. II ნაწილი _ მეწამულ ველზე ოქროს სარზე შემოხვეული, ფესვებიანი ოქროს ვაზი, სამი ფოთლით და სამი მტევნით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი  - "საგარეჯო".

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დროშა 

               დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ძოწისა და მეწამულ ველებად. ძოწის ველს უჭირავს დროშის 1/3. მასზე გამოსახულია ოქროს სახელოიანი ოქროს ხელის მტევანი, რომელსაც ოქროს გასხივოსნებული ქვა უჭირავს. ოქროს ხელის მტევნის ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია ექვს-ექვსი (3/3 და 3/3-ზე) ოქროს ჯვარი.  დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №8 დადგენილებით, 27.05.2011 .