|
||||
ახალგორის მუნიციპალიტეტის დროშა: დამტკიცებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №4 დადგენილებით, 26.04.2010წ.
გერბში მთავარი "ფერების" _ მეწამულისა და ვერცხლის გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. ვერცხლის ველზე დაფიქსირებული ჯვარი ისტორიულად არსებული (ახალგორის ტერიტორიაზე აღმოჩენილი) საბრძოლო (საერო) დროშის ბუნიკს წარმოდგენს. ასევე ისტორიული საფუძველი აქვს ტეხილი გადაკვეთის საშუალებით გადმოცემულ მთებს - ქსნის ერისთავთა გერბში (მ.ვადბოლსკის კატალოგიდან) ორი მთაა გამოსახული. სიმბოლურად ეს ორი ფიგურა ახალგორის მკვიდრთა რწმენასა და ძლიერებას განასახიერებს. ძლიერებისა და მამულის დაცვისათვის მზადყოფნის განსახიერებაა წითელ ველზე გამოსახული ვერცხლის აბჯარიც. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ახალგორი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.
|