|
ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი ქარელის მუნიციპალიტეტის გერბის მეწამული ფერის ჰერალდიკური ფარის ცენტრში მოთავსებულია ირიბი ჯვრის ფორმის, ანუ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული საერო და სასულიერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ოქროს კვერთხი. კვერთხთა თავებს შორის მოთავსებულია წმინდა მეფე დავით მეოთხის "აღმაშენებლის" ოქროს თავსარქმელი - გვირგვინი; კვერთხების მარჯვნივ და მარცხნივ თითო ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, ხოლო კვერთხების ქვემოთ - სამყურას ფორმის მუხის ოქროს ფოთოლი ოქროსივე ორი ნაყოფით (რკოთი). გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - "ქარელი". |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის დროშა ქარელის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს მეწამული ფერის მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ირიბი ჯვრის ფორმის, ანუ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული საერო და სასულიერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ოქროს კვერთხი. კვერთხთა თავებს შორის მოთავსებულია წმინდა მეფე დავით მეოთხის "აღმაშენებლის" ოქროს თავსარქმელი - გვირგვინი; კვერთხების მარჯვნივ და მარცხნივ თითო ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, ხოლო კვერთხების ქვემოთ - სამყურას ფორმის მუხის ოქროს ფოთოლი ოქროსივე ორი ნაყოფით (რკოთი). დროშის პროპორციაა - 2/3.
მაღალი გარჩევადობის ფაილი
|
დამტკიცებულია ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №38 დადგენილებით, 30.12.2010 წ. ქარელის გერბის შესახებ გერბის ფარში გამოსახული ფიგურები და გამოყენებული "ფერები" _ მეწამული, ოქრო ქარელის მკვიდრთა გამბედაობასა და დიდსულოვნებაზე, ვაჟკაცობასა და მამულისადმი სიყვარულს განასახიერებს. გერბში მთავარი ფერის (მეწამული) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც ქართლის რეგიონი რეგიონი ფიქსირდება მეწამული ფერით. გერბის ფარში გამოსახული არაჰერალდიკური ფიგურები _ ოქროს ორი ჰერალდიკური ჯვარი _ განასახიერებენ 1104 წლის რუის-ურბნისის ძეგლისწერას, ანუ საეკლესიო კრებას, რომელიც ჩატარდა რუისსა და ურბნისში წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებლის მოწვევითა და ხელმძღვანელობით (რაც გადმოცემულია მეფე დავითის ოქროს თავსარქმელი-გვირგვინით. "ძეგლისწერაჲ წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაჲ, რომელი შემოკრბა ბრძანებითა კეთილად მსახურისა და ღმრთივ დაცვულისა მეფისა ჩუენისა დავით აფხაზთა და ქართველთა რანთა და კახთა მეფისაა, პირთათვის რომელნი ქუემო მოსენებულ არიან".), სადაც სამეფო ხელისუფლების ქვეშ გაერთიანდა საერო და სასულიერო ხელისუფლება (გადმოცემულია ორი ოქროს კვერთხის /საერო და სასულიერო/ სახით), რის შედეგადაც და საქართველოს სამეფო ძლიერი მმართველობის მქონე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა რაც გადმოცენული მუხის ოქროს ნაყოფითა და ფოთლით გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი 'ქარელი~, მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.
|
თიღვის მუნიციპალიტეტის გერბი მეწამულ ველზე მოთავსებულია ვერცხლის დაჭიმული მშვილდ-ისარი. ფარის ზედა მარჯვენა კუთხე უჭირავს თავისუფალ კანტონს, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია გამოსახული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭე. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამულ ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი "თიღვა". |
|
თიღვის მუნიციპალიტეტის დროშა დროშის მეწამულ ველზე მოთავსებულია თეთრი ფერის დაჭიმული მშვილდ-ისარი. დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში თეთრ ველზე გამოსახულია მეწამული ჯვარი. თეთრ ველს უჭირავს დროშის სიმაღლის 1/3. დროშის პროპორციაა 2:3. |
დამტკიცებულია თიღვის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 24 მაისის #2 დადგენილებით
|