|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარის პორფირის (ძოწის) ველზე გამოსახულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი, რომელსაც ქვემოთ და ორივე გვერდზე შემოყვება ოქროს ვაზი ფოთლებით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - 'ნინოწმინდა ~. |
|
დროშა გადაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. I ნაწილს უჭირავს დროშის სიმაღლის 4/5. პორფირის (ძოწის) ველის ცენტრში გამოსახულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი. II ნაწილი წარმოადგენს ყვითელ ველს და უჭირავს დროშის სიმაღლის 1/5 დროშის პროპორციაა 2:3.
მაღალი გარჩევადობის ფაილი
|
დამტკიცებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14 დადგენილებით, 20.04.2010წ.
ნინოწმინდის გერბის შესახებ
გერბში გამოყენებულია "ფერები" _ ოქრო და მეწამული. "წმინდა ნინოს ჯვარი" და ვაზი სიმბოლურად საქართველოს განმანათლებელ წმიდა ნინოს, მის მისიონერობას და ნინოწმინდის ტერიტორიიდან საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას გადმოსცემს. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ნინოწმინდა", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.