|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ყოფს ვერცხლის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი _ მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე. ოქროსგერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - "ზესტაფონი ". |
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დროშა დროშას მწვანე ველს სამ ნაწილად ყოფს მარჯვნივ გადაბრუნებული ვერცხლის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი. დროშის პროპორციაა 2:3
მაღალი რეზოლუციის ფაილი
|
დამტკიცებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №13 დადგენილებით, 27.01.2012წ.