მიმდინარეობს საიტის განახლება
          

აჩხერის მუნიციპალიტეტის გერბი

ერბის ფარი გაკვეთილია და ტალღისებურად გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. I ნაწილი - ოქროს ველზე მოთავსებულია მეწამული წიგნი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ვერცხლის ჯვარი. II ნაწილი - ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ოქროს ქნარი. III ნაწილი - ზურმუხტის ველი ცენტრში გადაკვეთილია სამი შემცირებული ოქროს სარტყლით. IV ნაწილი - ოქროს ველი ცენრში გადაკვეთილია სამი შემცირებული ლაჟვარდის სარტყლით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „საჩხერე“.

 საჩხერის მუნიციპალიტეტის დროშა

დროშა ჰორიზონტალურად გაყოფილია ლაჟვარის და ზურმუხტის ველებად. დროშის ცენრში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ვერცხლის ჯვარი. ფარს გარშემოუყვება ვერცხლის არშია. დროშის პროპორცია 2/3. 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

  დამტკიცებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №12  დადგენილებით, 19.09.2013.