|
||||
ადიგენის მუნიციპალიტეტის გერბი: მაღალი გარჩევადობის ფაილი ადიგენის მუნიციპალიტეტის დროშა: დამტკიცებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №10 დადგენილებით, 28.05.2010წ.
ადიგენის გერბის შესახებ ლეგენდის თანახმად, წმინდა ანდრიას სოფელ ბენარაში (ადიგენის რაიონი) გაუვლია და ერთი ღამით შეუსვენია კიდეც. ამიტომ დაფიქსირდა ადიგენის გერბის ფარში წმ. ანდრიას ჯვარი. ხოლო ტელესკოპი და მნათობები - ადიგენის მუნიციპალიტეტს დაქვემდეარებული, მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აბასთუმნის ობსერვატორიას განასახიერებს. ისტორიული საფუძველი გააჩნია აგრეთვე გერბში "ფერების" გამოყენებას და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები სადაც სამხრეთ საქართველოს რეგიონი ფიქსირდება მწვანე ფერით. გერბის "ფერებით" (მწვანე, ლურჯი) გადმოცემულია ადიგენის მცხოვრებთა თავისუფლებისადმი სწრაფვა, მომავლის იმედი, ღირსება და პატიოსნება, რეგიონის ხვავრიელობა. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ადიგენი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.
|