|
||||
დამტკიცებულია ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №19 დადგენილებით, 14.04.2011წ. ხონის გერბის შესახებ გერბის ფარში გამოსახული არაჰერალდიკური ფიგურა ხარი და გამოყენებული "ფერები" _ მეწამული, ლურჯი, მწვანე, ხონის მკვიდრთა ღირსებას, კეთილშობილებას, სიმამაცეს, ნათელი მომავლის იმედს განასახიერებს. გერბში მთავარი ფერების (მეწამული, ლურჯი, მწვანე) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც იმერეთის რეგიონი ფიქსირდება მწვანე ფერით. გერბის ფარში გამოსახული ხელის მტევანი და სამეუფეო კვერთხი წმინდა გიორგის ცნობილ ლეგენდას უკავშირდება ამავე ლეგენდასთანაა დაკავშირებული ხარიც, რომელიც აგრეთვე ძლიერებასა და მიწათმოქედებას განასახიერებს. ხარის ფიგურა აგრეთვე მინიშნებაა ხონის სახელწოდების ეტიმოლოგიაზეც (ზოგი მოსაზრებით ხონის სახელწოდებას უკავშირებს მეგრულ ზმნას ხონუას. ხონუა - ხვნას ნიშნავს, მა- ხონალი- მხვნელს, ნა- ხონა- დახნულს, ო- ხონუე ან ო- ხონალი - სახნავ მიწას) და ამიტომ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურებიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია ჭიშკრით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი" ხონი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.
|