|
ხულოს მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა მწვანე და მეწამულ ველებად. გერბის ფარის ზედა ნაწილს კვეთს კუთხოვანი ვერცხლის სარტყელი, ხოლო ქვემოთ მოთავსებულია ოქროს გორაზე შემომდგარი ერთკოშკიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომლის ქონგურებზე, კოშკის ორივე მხარეს აღმართულია თითო დროშა _ მარჯვენა დროშა ტარით მარცხნივ, მარცხენა დროშა ტარით მარჯვნივ. მარჯვენა დროშაზე ჰოროზონტალურადაა გამოსახული მეწამული მახვილი თანმხლები ორი მეწამული ვარსკვლავით ვერცხლის ველზე. მეწამული მახვილის პირი მიმართულია მარჯვნივ; მარცხენა დროშაზე _ სამი ვერცხლის სარტყელი ლურჯ ველზე. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი "ხულო".
|
|
ხულოს მუნიციპალიტეტის დროშა დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი მწვანე და მეწამულ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, რომელიც გაკვეთილია და იყოფა ვერცხლის და ლურჯ ველებად. ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული პირით ზემოთ აღმართული მახვილი, თანმხლები ორი მეწამული ვარსკვლავით. ლურჯ ველს კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. დროშის პროპორციაა 2:3.
|