აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი:
გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი და იყოფა სამ ნაწილად. I ნაწილი _ ვერცხლის ველზე ლაჟვარდის ხმალი, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი. II ნაწილი _ ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი. III ნაწილი _ მწვანე ველზე ხუთი ოქროს თავთავი. მწვანე ველს ზემოთ და ქვემოთ კვეთავს სამი შემცირებული, ტალღოვანი ვერცხლის სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ ."აბაშა".
ფაილი
|