მიმდინარეობს საიტის განახლება
        

შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი

            გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ყოფს ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი _ მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე. შუა კოშკი ოდნავ მაღალია, ციხე-სიმაგრის ქვევით გამოსახულია ოქროს ხიდი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი  - "შუახევი ".
 

 


შუახევის მუნიციპალიტეტის დროშა

             დროშას სამ ნაწილად ყოფს მარჯვნივ გადაბრუნებული ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი. დროშის მარჯვენა ნაწილი – მეწამულია,  დროშის დანარჩენი ორი ველი მწვანეა. დროშის პროპორციაა 2:3

 

 

 

ფაილი

 

დამტკიცებულია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №1 დადგენილებით, 28.02.2013.