|
ქედას მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. I ნაწილი _ მეწამული ველის თავში მოთავსებულია ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, მის ქვემოთ ოქროს ხიდი, რომლის კიდეები ეხება ველის მარჯვენა და მარცხენა კიდეებს, ხიდის ქვემოთ სამი შემცირებული ოქროს სარტყელი. II ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე ოქროს ვაზი ფესვებით, სამი ნაყოფით (ყურძნის მტევნით) და სამი ფოთოლით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - "ქედა".
|