|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარი გაკვეთილ-გადაკვეთილია და იყოფა 4 ნაწილად (ველად); I ნაწილი და III ნაწილი გადაკვეთილია ტეხილად; I ნაწილი _ მეწამულ ველზე მოთავსებულია გადაჯვარედინებული ორი ოქროს თოფი; II ნაწილი _ ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს საწმისი, ქვედა ნაწილში ოქროს ციხე-სიმაგრე; III ნაწილი _ ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს თაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში ვერცხლის სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი; IV ნაწილი _ ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ კვეთს სამი ვერცხლის ყაბიწი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი "ხელვაჩაური".
|