|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბი
გერბის ფარი გაკვეთილი და გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. I ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, რომლის ქვემოთაც გამოსახულია ვერცხლის თაღოვანი ხიდი და სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი. II ნაწილი - ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ დიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. III ნაწილი - ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ დიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. IV ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ციხე-სიმაგრე, რომლის ქვემოთაც მოთავსებულია სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი. ერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ქობულეთი“.
|
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშა
დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად. I ნაწილი - ზურმუხტოვანი ველი, რომელიც დროშის 1/3-ია. II ნაწილი - ლაჟვარდის ველი, რომელსაც ჰორიზონტალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებს შორის მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, ისე რომ მისი ნახევარი ზურმუხტის ველს ფარავს, ნახევარი კი – ლაჟვარდისას. მეწამულ ჰერალდიკურ ფარზე გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. ფარს გარსშემოუყვება ვერცხლის კანტი. დროშის პროპორცია 2/3.
მაღალი გარჩევადობის ფაილი
|