მიმდინარეობს საიტის განახლება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გერბი 
           გერბის ფარი წარმოადგენს ლაჟვარდის ველს რომელსაც მარჯვნიდან კვეთს ცხრა შემცირებული ვერცხლის ყაბიწი. ყაბიწების ზემოთ ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისია მოთავსებული. ქვემოთ ლაჟვარდის ველზე სამი ოქროს ფუტკარია გამოსახული, ერთი ორზე.  გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ - ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცლის ველზე შავად ჩაწერილია "ჩხოროწყუ". 

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის დროშა 
                 დროშის ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან კვეთს ცხრა შემცირებული  ყვითელი ყაბიწი. დროშის პროპორცია არის  2:3. 

 

დამტკიცებულია  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №18 დადგენილებით, 04.07.2011 წ.