სიახლეები
სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის 2025 წლის გამოცემების პრეზენტაცია
14.01.2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტში 2025 წლის გამოცემების პრეზენტაცია შედგა.
კერძოდ, გამოქვეყნდა: ჟურნალ „ჰეროლდის“ მე-12 ნომერი, სადაც დაინტერესებული მკითხველი კვლავ გაეცნობა საინტერესო სტატიებსა და დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებს.
"ჰეროლდში" დაბეჭდილი სტატიების ძირითადი თემებია: საქართველო და ქართული დროშა ევროპულ კარტოგრაფიაში, წმინდა გიორგი ქართულ და უცხოურ ჰერალდიკაში; შავიზღვისპირეთის ნუმიზმატიკური ნიმუშები და ისტორია, ჰერალდიკაში ასახული სამეფო ნიშნები: ანტიკური ხანის პროტო-ჰერალდიკური სიმბოლოები, სტატია აკრძალული ლიეტუვური ჰერალდიკური სიმბოლოების შესახებ ლიტველი ჰერალდიკოსის აგნე-რაილაიტე ბარდეს ავტორობით.
· კრებული - „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, 1918-1921“, სადაც წარმოდგენილია ეროვნული სიმბოლოები, მათთან დაკავშირებული კანონები, სხვა ნორმატიული აქტები, ფოტოსურათები და საარქივო დოკუმენტები, რაც ეროვნული სიმბოლიკის შექმნის, ჩამოყალიბების, მიღებისა და სამართლებრივი რეგულირების პროცესს ასახავს.
· ალბომი - „საქართველო შუა საუკუნეების ევროპულ პორტოლანებზე“, სადაც XIV-XVII საუკუნეების საზღვაო რუკები არის თავმოყრილი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჰერალდიკოსები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ჰერალდიკის კოლეგიის წევრები. ამასთანავე, ჟურნალ „ჰეროლდის“ მე-12 ნომერში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები, დაინტერესებული საზოგადოება.
სხვა სიახლეები
27 თებერვალი, 2024
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის
19 თებერვალი, 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)
19 თებერვალი, 2024
16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)
13 თებერვალი, 2024
12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)
· ალბომი - „საქართველო შუა საუკუნეების ევროპულ პორტოლანებზე“, სადაც XIV-XVII საუკუნეების საზღვაო რუკები არის თავმოყრილი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჰერალდიკოსები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ჰერალდიკის კოლეგიის წევრები. ამასთანავე, ჟურნალ „ჰეროლდის“ მე-12 ნომერში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები, დაინტერესებული საზოგადოება.