სიახლეები

news-image

10 ივნისს ჰერალდიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება

10.06.2025

 

 

    10 ივნისს ჰერალდიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტში გაიმართა დეპარტამენტთან არსებული მუდმივმოქმედი ჰერალდიკის კოლეგიის პირველი, გახსნითი სხდომა. კოლეგიის სხდომა გახსნა სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა გონგაძემ. კოლეგიის წევრებმა დაამტკიცეს ჰერალდიკის კოლეგიის ემბლემა და აირჩიეს კოლეგიის თავმჯდომარე ისტორიის დოქტორი - მამუკა წურწუმია და პასუხისმგებელი მდივანი. სხდომაზე დაანონსდა დეპარტამენტის ყოველწლიური გამოცემის ჟურნალ „ჰეროლდის” მე-12 ნომრის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა და სხვა საორგანიზაციო საკითხები.
 ჰერალდიკის კოლეგიის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის მიერ ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვაში კოორდინირებული მონაწილეობა. განსახილველ საკითხებთან მიმართებაში მეთოდური წინადადებებისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; ქართული ჰერალდიკური ნორმების განსაზღვრასა და დადგენაში მონაწილეობა; აგრეთვე ჰერალდიკის საკითხებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტებისა და სხვა ინიციატივების განხილვა; „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების: საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, დროშების, დროშათა ერთობლიობის, ემბლემების, სიმბოლოთა ერთობლიობის, ინსიგნიის, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, სამხედრო წოდებების, სპეციალური წოდებების განმასხვავებელი ნიშნების, თავდაცვის ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის, სამხედრო ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი და სახელმწიფო ჯილდოების, მუნიციპალური გერბებისა და დროშების, სახელმწიფო ფულის ნიშნის, მოქალაქის პასპორტისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საჯარო დაწესებულების ბლანკის ნიმუშების, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა; საქართველოს ტერიტორიაზე გამართული სარიტუალო, სადღესასწაულო, საერთაშორისო, ოფიციალური სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენისათვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
    სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კოლეგიის წევრებს დეპარტამენტის მიერ გამოცემული ლიტერატურა ჟურნალ ჰეროლდის მე-11 ნომერი და მხატვარ ჰერალდიკოსის - ზაქარია კიკნაძის „ჰერალდიკური მხატვრობა“ გააცნო. ჰერალდიკის კოლეგიის თავმჯდომარემ მამუკა წურწუმიამ კოლეგებს საკუთარი მონოგრაფია - „ქართული დროშები და ევროპული პორტოლანები“- წარუდგინა.იხ. ფოტოები >>

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები

27 თებერვალი, 2024

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის

19 თებერვალი, 2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)

19 თებერვალი, 2024

16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)

13 თებერვალი, 2024

12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)