სიახლეები

ჟურნალ "ჰეროლდისა" და სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია
27.05.2025
27 მაისს შედგა ჟურნალ "ჰეროლდის" მორიგი, მე-11-ე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალში კვლავაც გაეცნობით ავტორთა საინტერესო სტატიებსა და სიმბოლოების შესახებ კვლევებს:
სარა ბარნაველი - სამეფო გორგასლიანი დროშა;
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვაო დროშის ისტორიისთვის;
ჰანა იტერბეკე - ოქროს საწმისის ორდენის რაინდების მეხელენის კრება და მათი გერბები;
მიხეილ ვადბოლსკი - ქართული ჰერალდიკის წარსულიდან;
ზაქარია კიკნაძე - საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი გერბის შესახებ;
ო. ტარნოვსკი - ოლეგ ტარნოვსკის მიერ მიხაილ ვადბოლსკისადმი მიწერილი წერილი;
ინტერვიუ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან ნუგზარ მგალობლიშვილთან - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოები;
თბილისის გერბის კონკურსზე წარმოდგენილი ნიმუშები;
როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, ჟურნალი „ჰეროლდი“ ათწლეულის განმავლობაში აქვეყნებდა სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს, მათთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს, ახალი სიმბოლოების დადგენისათვის საჭირო სამეცნიერო ნაშრომებს; ჰერალდიკურ, ვექსილოლოგიურ, ნუმიზმატიკურ, ფალერისტიკულ პროექტებს და ახლად აღმოჩენილ არტეფაქტებს.
“ჰეროლდი” წელს ახალი ფორმატით (A5) გამოდის და კვლავაც იქნება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური გამოცემა. ამასთან, ყოველწლიური ჟურნალი შეეცდება, გაზარდოს როგორც სამეცნიერო კვლევების აკადემიურობა და ხარისხი, ასევე საზოგადოების ინფორმირება სიმბოლოების შემოქმედებასთან, დადგენასთან და მათი სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გაცილებით მეტად დაიცვას საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალეობის ანგარიშვალდებულება.
მოწვეული საზოგადოება აგრეთვე გაეცნო სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის განახლებულ ვებ-გვერდს.
იხ. გალერეა
სხვა სიახლეები
27 თებერვალი, 2024
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის
19 თებერვალი, 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)
19 თებერვალი, 2024
16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)
13 თებერვალი, 2024
12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)