მიმდინარეობს საიტის განახლება

საკოლექციო მონეტები

 

 

20 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ლარის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავადსაკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

 

 

ავერსი 

 

რევერსი

ავერსი: დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს  მზე, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს მარადიულობას და სიცოცხლეს, ხოლო მზის სხივების მეწამული ფერი ეხმიანება ეროვნულ სიმბოლიკას და ასევე არის ძალაუფლების, სიძლიერის და სიმამაცის ფერი. მონეტის ცენტრში გამოსახულია ახლად დამკვიდრებული ლარის გრაფიკული ნიშანი, რომელსაც წრიულად გასდევს წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ასევე ლარის შემოღებიდან დღემდე პერიოდის აღმნიშვნელი თარიღები – ლარი 20 წელს ითვლის.

რევერსი: მონეტის ცენტრალურ ნაწილშიგანთავსებულია საკასო ცენტრის შენობა, რომელიც არის თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში და წარმოადგენს ეროვნული ვალუტის – ლარის შენახვის და უსაფრთხოების სიმბოლოს, ხოლო მის ქვედა ნაწილშიგანთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი „20“ და წარწერა „ლარი“ ქართულენაზემონეტის ზედა ნაწილში, ასევე დატანილია ინგლისურ ენაზე წარწერა „National bank of Georgia”.

 

მონეტის დიზაინის ავტორია ბაჩა მალაზონია
მონეტა
 მოიჭრა პოლონეთის ზარაფხანაში (Mennica Polska)

 

ნომინალი: 20 ლარი
შემადგენლობა: ვერცხლი 925
წონა გრამებში: 28.28 გრ.
დიამეტრი: 38.61 მმ
.
მონეტის წიბო: გლუვი
ხარისხი: ფრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1500
გამოშვების წელი: 2015

 

 



10 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - “თბილისი 2015“ აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

 

 

ავერსი 

 

რევერსი


ავერსი:
 დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს  ფესტივალის ემბლემა ფერში და სპორტის ოლიმპიური სახეობები პიქტოგრამების სახით. მონეტის მარჯვენა რკალში, წლიურად გასდევს წარწერა „ ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“. 

რევერსი: მონეტის ცენტრალურ ნაწილში, განთავსებულია ოლიმპიური კომიტეტის ლოგო,  ოლიმპიური ჩირაღდანი და ევროპის რუკა, ხოლო მის ქვედა ნაწილში განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი „10“ და წარწერა „ლარი“ ქართულ ენაზე. ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, განთავსებულია ლარის სიმბოლო. მონეტას მარცხენა რკალში, წრიულად გასდევს წარწერა “საქართველოს ეროვნული ბანკი“, ხოლო მარჯვენა რკალში გამოსახულია ევროპის 12 ხუთქიმიანი ვარსკვლავური სიმბოლოდან 9 ვარსკვლავი, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ოლიმპიური თამაშების 9 სახეობას.

მონეტის დიზაინის ავტორი: მამუკა გონგაძე
მონეტა მოიჭრა პოლონეთის ზარაფხანაში (Mennica Polska)

  

ნომინალი: 10 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა გრამებში: 15.5გრ.
დიამეტრი: 33.00მმ
ხარისხი: ფრუფი
მონეტის წიბო: გლუვი
მოჭრის რაოდენობა: 3000
გამოშვების წელი: 2015   




10 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა

2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო მონეტა. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში აფხაზეთში, სოფ. ილორის (ოჩამჩირის რაიონი) შუაგულში XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, საქართველოს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სალოცავ ადგილს წარმოადგენს. ეკლესიის კედლებზე განთავსებულია რამდენიმე ძველი ქართული წარწერა, შესრულებული სხვადასხვა თაობის მართლმორწმუნე ქართველების მიერ.

ნომინალი:  10 ლარი  
წონა: 28.28 გრ,დიამეტრი:  38.61მმ,
შემადგენლობა: Ag.925 ,
ხარისხი: უმაღლესი –„ფრუფი“,
რაოდენობა:  1500 ცალი.
მონეტები მოიჭრა 2009 წელს ფინეთის ზარაფხანაში. 
გამოშვების ლიმიტი: 3000 ცალი

     
     

ავერსი 

 

რევერსი

 

მონეტის დიზაინის ავტორები არიან: მამუკა გონგაძე (რევერსი) და თემურ აფხაძე (ავერსი).

ავერსი: დიზაინის კომპოზიციას წარმოადგენს იტალიელი ბერის ქრისტოფორო დონ კასტელის მიერ XVII საუკუნეში გაკეთებული ჩანახატები – ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელი ილორი, მხედრები. კომპოზიციას ფონად გასდევს კავკასიონის ქედი. მონეტის დიზაინის დაბალ მარჯვენა ნაწილში განთავსებულია წარწერა „საქართველო“ და  გამოშვების წელი „2009“.

რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღევანდელი სახით, ხოლო მის ქვედა ცენტრალურ ნაწილში კი ეკლესიის აშენების თარიღი რომაული ციფრით „XI–ს“. მონეტის წრის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი “10” და წარწერა „ლარი“, ხოლო წრის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს გერბი და წარწერა „ილორი“.  

წიბო:  გლუვი წარწერებით (საქართველოს ეროვნული ბანკი National Bank of Georgia)


 20 ლარის ნომინალის საიუბილეო მონეტა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2008 წელს პეკინის ოლიმპიადასთან დაკავშირებით გამოუშვა 20 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის სამახსოვრო მონეტები "ოლიმპიადა. პეკინი 2008".

მონეტის მთლიანი კომპოზიცია წარმოადგენს ძველი ელინური ოლიმპიური თამაშებისა და თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობების ერთობას.

მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. 

მოჭრის თარიღი – 2008 წელი. 
წონა: 8.5 გრ.
დიამეტრი: 25 მმ.
შემადგენლობა: ოქრო 900.
ხარისხი: ფრუფი.
წიბო: დაღარული.
მოჭრის ლიმიტი: 1000 ცალი. 

მოჭრის თარიღი – 2008 წელი. 
წონა: 28.28 +/-2,5% გრ.
დიამეტრი: 38.61+/-0,2 მმ.
შემადგენლობა: ვერცხლი 925 (92,5% AG; 7,5% Cu).
ხარისხი: ფრუფი.
წიბო: დაღარული.
მოჭრის ლიმიტი: 1500 ცალი.
 

     
     

ავერსი 

 

რევერსი



მონეტის დიზაინის ავტორი: მამუკა გონგაძე.

მონეტების დიზაინი იდენტურია.

ავერსი: მონეტის ცენტრში გამოსახულია კომპოზიცია, რომელიც შედგენილი არის ცეცხლის (ოლიმპიური) ალის კონტურული ნახაზით, როგორც ძველი ოლიმპიური მოძრაობის სიმბოლო, და ძველი ბერძნული გრაფიკული გამოსახულებით – ორი მორბენალი სპორტსმენი. მონეტის ზედა ნაწილში რკალის გასწვრივ განთავსებულია წარწერა „საქართველო" .

ავერსზე აგრეთვე ამოტვიფრულია სახელმწიფო გერბი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ემბლემა. განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 20 და შესაბამისი წარწერა „ლარი".  მონეტის ქვედა რკალის გასწვრივ გასდევს ოლიმპიური მოძრაობის დევიზი ლათინურ ენაზე: „Citius,Altius,Fortius".

რევერსი: მონეტის რევერსზე გამოსახულია ცეცხლის (ოლიმპიური) ალი და  პეკინის ახალი უნიკალური ოლიმპიური სტადიონის კოლაჟები. მონეტის ზედა ნაწილში განთავსებულია ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის დასახელება: პეკინი, ხოლო ქვედა ნაწილში მოთავსებულია მონეტების ემისიის თარიღი.


3 ლარის ნომინალის საიუბილეო მონეტა
  
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაციაში შესვლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 2006 წელს გამოუშვა 3 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ნეიზელბერის სამახსოვრო მონეტები.

მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში – Mennica Polska – მოიჭრა.

მოჭრის თარიღი – 2006 წელი. 
წონა: 28.28 გრ.
დიამეტრი: 38.61 მმ.
შემადგენლობა: ვერცხლი 925°.
ხარისხი: ფრუფი.
მოჭრის ლიმიტი: 5000 ცალი.

მოჭრის თარიღი – 2006 წელი. 
წონა:12.8გრ.
დიამეტრი: 31.00 მმ.
ხარისხი:სპეციალური მიმოუქცევი.
შემადგენლობა: ნეიზელბერი (გერმანული ვერცხლი) სპილენძ-ნიკელი-თუთია. 
მოჭრის ლიმიტი: 3000 ცალი.
 
მონეტის დიზაინის ავტორი: მამუკა გონგაძე.
 
ავერსი: მონეტების დიზაინი იდენტურია 
  
მონეტის წრიული კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია რეგიონის გეოგრაფიული რუკა. ზღვა – სარკისებური ზედაპირით; ხმელეთი – კონტინენტი – ფაქტურული ზედაპირით; საქართველოს, აზეირბაიჯანის, თურქეთის ტერიტორიები – მქრქალი ზედაპირით. მათი ტერიტორიები გამოყოფილია საზღვრებით. ქალაქები: ბაქო, თბილისი და ჯეიჰანი გამოსახულია რელიეფური წრეებით. მონეტაზე ნავთობსადენის მარშრუტი დატანილია ამობურცული რელიეფით. კომპოზიციის ზედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია ქართულ-ინგლისური წარწერა: წრიულად – „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი" და „Baku-Tbilisi-Ceyhan" მათი შეერთების წერტილები აღნიშნულია ორი მცირე წრით. კომპოზიციის ქვედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია ნომინალი „3" და ქართულ-ინგლისური წარწერა: „ლარი" და „Lari".
  
რევერსი: მონეტის წრიული კომპოზიციის ცენტრში რელიეფურად გამოსახულია სამი ნავთობჭაბურღილი, რომლებიც მდებარეობს კასპიის ზღვის ზედაპირზე გამავალ პლატფორმაზე. ზღვა გამოსახულია სიმბოლურად – კლაკნილი ხაზებით. ფონზე ორი განსხვავებული ზედაპირის (სარკისებური და ფაქტურული) საშუალებით გამოსახულია ამომავალი მზის კომპოზიცია. ფაქტურულ ზედაპირზე ამოტვიფრულია მონეტის მოჭრის თარიღის აღმნიშვნელი წარწერა – „2006". კომპოზიციის ზედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია ქართულ–ინგლისური წარწერა: წრიულად „საქართველოს ეროვნული ბანკი" და „National Bnak of Georgia". მათი შეერთების წერტილი აღნიშნულია მცირე წრით. კომპოზიციის ქვედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია პროექტის აბრევიატურა „BTC"  (ინგლისურად) და ფრთის სიმბოლური ორნამენტი.

მონეტის გლუვ წიბოზე დატანილია ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველოGeorgia" და მათ შორის გამოსახულია ვარსკვლავები.


 

2 ლარის ნომინალის საიუბილეო მონეტა
  
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა – 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს" გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად 2006 წლის 13 მაისს გამოუშვა 2 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ნეიზელბერის (სპილენძის, ნიკელისა და თუთიის შენადნობის) საიუბილეო მონეტები.

მოჭრის თარიღი – 2006 წელი. 
წონა: 28.28 გრ.
დიამეტრი: 38.61 მმ.
შემადგენლობა: ვერცხლი 925°.
ხარისხი: ფრუფი.
მოჭრის ლიმიტი: 6000 ცალი.

მოჭრის თარიღი – 2006 წელი. 
წონა: 12.8 გრ. 
დიამეტრი: 31.0 მმ. 
შემადგენლობა: ნეიზელბერი (გერმანული ვერცხლი) სპილენძ-ნიკელი-თუთია. 
ხარისხი:სპეციალური მიმოუქცევი.
მოჭრის ლიმიტი: 10 000 ცალი.
 
მონეტის დიზაინის ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი, ვიქტორია ქუთათელაძე.
 
ავერსი: მონეტების დიზაინი იდენტურია 
  
მონეტის ცენტრში თასების თასის გრაფიკული გამოსახულებაა, მის ზემოთ ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველო" და „GEORGIA", თასის გარშემო, მონეტის კიდესთან, დეკორატიული ნახევრადრკალისებრი ფორმის ორნამენტია, წაწვეტებული ბოლოებით. მონეტის მარჯვენა ქვედა მხარეს აღნიშნულია გამარჯვების წელი „1981" და წარწერა „წელი", ხოლო მარცხენა ქვედა მხარეს წარწერა „ლარი", ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი „2" და ინგლისურენოვანი წარწერა „LARI". მონეტის ქვედა კიდეში მითითებულია გამოშვების წელი „2006". ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „2" და ასევე გამარჯვების წლის „1981"-ის პირველი ციფრი „1" უფრო დიდი ზომისაა და აღნიშნავენ ასევე თამაშის ანგარიშს – ორით ერთს (2-1).
  
რევერსი: მონეტის მარცხნივ და მარჯვნივ ორი ფეხბურთელის ფიგურა გამოსახულია მოძრაობაში, ქვედა მხარეს, ფიგურებს შორის, ბურთის გამოსახულებაა, ხოლო მის ქვემოთ საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი რიცხვი „25" და ქართულ-ინგლისური წარწერა "წელი" და „YEARS". მონეტის თითქმის მთელ ზედაპირს ფარავს თასის დეკორატიული გამოსახულება, რომლის ზედაპირზე ორენოვანი წარწერა იკვეთება – „დინამო თბილისი ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი" და „DINAMO TBILISI UEFA CUP WINNERS’ CUP WINNER", ასევე ნახევრადრკალისებრი ფორმის დეკორი ყოფს მონეტის ზედაპირს ორ ნაწილად და უქმნის ფონს დეკორს და ფეხბურთელების გამოსახულებებს.

მონეტის გლუვ წიბოზე დატანილია ქართულ–ინგლისური წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი" და „National bank of Georgia" და მათ შორის გამოსახულია  ვარსკვლავები.


1 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო მონეტა
  
საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით 2004 წელს პოლონეთის ზარაფხანაში –Mennica Polska – მოიჭრა 1 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო მონეტა 2006 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად. 1 ლარის ნიმინალის ვერცხლის მონეტა ნუმიზმატიკური დანიშნულებისაა და არ წარმოადგენს საქართველოში საგადამხდელო საშუალებას.

მოჭრის თარიღი – 2004 წელი.  
წონა: 28.28 გრ.
დიამეტრი: 38.61 მმ.
შემადგენლობა: ვერცხლი 925°.
ხარისხი: ფრუფი.
მოჭრის ლიმიტი: 50 000 ცალი.
  
მონეტის ავერსის დიზაინის ავტორი:  საქართველოს ეროვნული ბანკი, ვიქტორია ქუთათელაძე.
 
ავერსი: მონეტის ავერსის ცენტრში საქართველოს ტერიტორიის რუკის კონტურისა და მასზე გაშლილი ხუთჯვრიანი დროშის გამოსახულებებია დატანილი. გამოსახულებებს ფონს უქმნის ნახევრადრკალისებრი ფორმის დეკორი წაწვეტებული ბოლოებით. მონეტის ზედა ცენტრალურ ნაწილში დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 1 და ქართულ-ინგლისური წარწერა „ლარი" და „LARI". მონეტის ქვედა ნაწილში მითითებულია გამოშვების წელი და ასევე ქართულ-ინგლისური წარწერა - „საქართველო" და „GEORGIA". 
  
მონეტის რევერსის დიზაინის ავტორი: რობერტ კოტოვიჩი. 

რევერსი: მონეტის რევერსის დიზაინი შემუშავებულია ფიფას მიერ. ცენტრში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თასის გამოსახულებაა, რომლის ორივე მხარეს ფეხბუთელების ფიგურებია. მონეტის ზედა მხარეს მოთავსებულია ინგლისურენოვანი წარწერა „2006 FIFA WORLD CUP GERMANY", რომელიც აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წელსა და ქვეყანას.  

მონეტის წიბოზე დატანილია წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს ეროვნული ბანკი" და  „National bank of Georgia", მათ შორის გამოსახულია ვარსკვლავები.


ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის საიუბილეო მონეტა 
 
ქრისტეშობიდან 2000 წლის თარიღისადმი მიძღვნილი 10 ლარის ღირსების ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის საიუბილეო მონეტები ნუმიზმატიკური დანიშნულებისაა და არ წარმოადგენს საქართველოში საგადამხდელო საშუალებას.
 
მოჭრის თარიღი – 2000 წელი. 
წონა: 15.98 გრ.
დიამეტრი: 28.4 მმ.
შემადგენლობა: ვერცხლი 925°.
 
მოჭრის თარიღი – 2000 წელი. 
წონა: 28.28 გრ. 
დიამეტრი: 38.61 მმ. 
შემადგენლობა: სპილენძ-ნიკელი-ვერცხლისფერი. 

მონეტის დიზაინის ავტორები: ემირ ბურჯანაძე, თინათინ თევზაძე.
 
ავერსი: მონეტების დიზაინი იდენტურია 
  
მონეტის ავერსის შუაგულში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი მასზე დატანილი ჯვრებითა და ქრისტეს კვართით. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „ქრისტეშობიდან 2000 წელი".
  

რევერსი:
 მონეტის რევერსის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „10" წარწერით „ათი" და „ლარი", ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი 2000".



მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა „Georgia" და „Ten Lari", წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.


საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის საიუბილეო მონეტა
 
საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღისადმი მიძღვნილი 10 ლარის ღირსების ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის საიუბილეო მონეტები ნუმიზმატიკური დანიშნულებისაა და არ წარმოადგენს საქართველოში საგადამხდელო საშუალებას.
  
მოჭრის თარიღი – 2000 წელი. 
წონა: 15.98 გრ. 
დიამეტრი: 28.4 მმ.
შემადგენლობა: ვერცხლი 925°.

მოჭრის თარიღი – 2000 წელი. 
წონა: 28.28 გრ. 
დიამეტრი: 38.61 მმ. 
შემადგენლობა: სპილენძ-ნიკელი-ვერცხლისფერი. 

მონეტის დიზაინის ავტორები: ემირ ბურჯანაძე, თინათინ თევზაძე.
 
ავერსი: მონეტების დიზაინი იდენტურია 
  
მონეტის ავერსის შუაგულში გამოსახულია მე-11 საუკუნის ღირშესანიშნავი ტაძრის, სვეტიცხოვლის არწივისა და ლომის ცნობილი ბარელიეფები (როგორც სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლოები). მოცემულ კომპოზიციას კრავს ფოთლოვანი ორნამენტი და შვიდი ვარსკვლავი. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი".  

რევერსი: მონეტის რევერსის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „10" და წარწერა „ლარი", ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი 2000".




მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა „Georgia" და „Ten Lari", წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.


500-ლარიანი ოქროს მემორიალური მონეტა
  
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1995 წელს გამოუშვა 500-ლარიანი ოქროს მემორიალური მონეტა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავის აღსანიშნავად.

მონეტა ნუმიზმატიკური დანიშნულებისაა და არ წარმოადგენს საქართველოში საგადამხდელო საშუალებას.
 
მოჭრის თარიღი – 1995 წელი.
წონა: 17 გრ.
დიამეტრი: 31 მმ.
შემადგენლობა: ოქრო 920°(22K).

მონეტის დიზაინის ავტორია საქართველოს სახალხო მხატვარი ნოდარ მალაზონია.

ავერსი: მონეტის ავერსზე ზედა ნაწილში გამოსახულია ბორჯღალი და დამზადების წელი 1995. ცენტრში ამოტვიფვრულია რიცხვი 500, რომლის ქვემოთ იკითხება წარწერა „ლარი" – „LARI", ხოლო პერიმეტრზე (ქვედა ნაწილში) – წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა" – „REPUBLIC OF GEORGIA".
  

რევერსი: 
მონეტის რევერსზე მოცემულია ანტიფაშისტური კოალიციის სახელმწიფოთა მეთაურების სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის და დე გოლის ბარელიეფური გამოსახულებები, რომლის ქვემოთ ამოტვიფვრულია მეორე მსოფლო ომის დამთავრების წელი1945, ხოლო პერიმეტრზე (ქვედა ნაწილში) – მათი გვარები „STALINE - ROOSEVELT - CHURCHILL - DE GAULLE".

 

მონეტის წიბოზე გამოსახულია გამოშვებული მონეტების რაოდენობა, შესაბამისად დანომრილი 0001/2000-დან 2000/2000-მდე.