საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ  მესტიაში, პროფესიული კოლეჯის  „თეთნულდის" საგამოფენო დარბაზში, წარმოადგენა - თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა.გამოიფინა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები. გამოფენის მხარდამჭერი გახლდათ  მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა და კოლეჯი „თეთნულდი." შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა, - შარშან თბილისში,  წელს კი ბათუმშიც იყო წარმოდგენილი.


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი