15 აპრილს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო პანკისის ხეობაში,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრში 15:00 საათზე მართავს  გამოფენას თემაზე: "თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები" 
      გამოფენილი  იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.
      გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა, მათ შორის უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია, როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტები დამოუკიდებელ საქართველოში.

        გამოფენის ორგანიზატორები არიან ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი.


ფოტო მასალა

 

 

 

 



 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი