თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს


საკონკურსო  პირობები და დამატებითი მოთხოვნები

ზოგადი კრიტერიუმები

1.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს,გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრისა და სამუშაო ჯგუფში მოწვეული სპეციალისტებისა.

2. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა ქართული

ერთ ავტორს აქვს ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება.

3. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

  • ჰერალდიკური მემკვიდრეობა;
  • ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
  • ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
  • ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).

 

კონკურსის პირობები

1.         გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშვალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

2.         საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თიოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა -დახასიათება.

3.         წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი(კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

4.         კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისთვის.

 

გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული პრემია

კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორისათვის დაწესებულია პრემია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1.         გამარჯვებული პროექტი გადადის თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საავტორო უფლებების კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

2.         კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.


კონკურსის ჩატარების ვადები

1.         საკონკურსო პროექტის წარდგენის ვადა აითვლება 2016 წლის 7 აპრილიდან.

2.         საკონკურსო პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 მაისი.

3.         კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს საკონკურსო პროექტის წარდგენის ბოლო ვადის ამოწურვიდან  ორი კვირის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი და საკონტაქტო პირი

  • საკონკურსო კომისიის მისამართია ქ.თერჯოლა ან. ჭანტურიძის ქ. №7.
  • საკონტაქტო პირია გიორგი ლილუაშვილი (კომისიის თავმჯდომარე), ტელ: 598 23 28 04 ;   592 00 30 06  

 

დამტებითი მოთხოვნები

  • გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;
  • გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულისგამომსახველი ვერცხლის სამ-კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;

დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „თერჯოლა". 







 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი