31 მარტს 14:00  საათზე საქართველოს პარლამენტში თბილისში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25  წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა "რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე "გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1991  წლის რეფერენდუმის და 9  აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები,  ფოტო და ვიდეო მასალა, აგრეთვე ისტორიული ფოტოები საქართველოს პარლამენტის ფოტო არქივიდან.
        გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის სამსახურში შექმნილი საიუბილეო ბანკნოტის, მონეტის და საინვესტიციო ოქროს ზოდის ესკიზები.
        გამოფენის თანაორგანიზატორები და თანაავტორები არიან  საქართველოს ეროვნული არქივი,  კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი