დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

 


ამასთან დაკავშირებით  "სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება

საზეიმო ღონისძიებაზე და მიღებაზე გამოფენილი იქნება პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVIსს) პორტოლანები, (საზღვაო რუკები) რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით. 
"წარმოდგენილ რუკებს შორისაა: 1367 წ. ვენეციელი ძმების ფრედერიკო და დომენიგო პიციგანების) პორტოლანი, პარმის ბიბლიოთეკა; დროშა ქ.თბილისის თავზე, 
1339 კატალონიელი ანჯელინო დულჩერის პორტოლანი პარმის ბიბლიოთეკა დროშა ქ.თბილისის თავზე, დროშა ცხუმის (სებასტოპოლისის) თავზე, 
1325 წ. გენუელი პიეტრო ვესკონტეს პორტოლანი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკა; დროშები ქ.სოხუმის და ქ.ფოთის თავზე, 
1329 -1350წწ კატალონელი ანჯელინო დულჩერის პორტოლანი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკა; დროშა ქ.სოხუმის თავზე, 
1447 წ. - კატალონიელი გაბრიელ ვალსეკას პორტოლანი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა. დროშა ქალაქ სუხუმის თავზე (სებასტოპოლისი), 
1385წ. - გულიემ სოლერის პორტოლანი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა; დროშა ქალაქ სუხუმის თავზე (სებასტოპოლისი), 
1559 წ. დიეგო ომემის საზღვაო რუკა პარიზის ბიბლიოთეკა; სამეგრელოს სამთავროს დროშა, 
1561წ დიეგო ომემის პორტოლანი. პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა. სამეგრელოს სამთავროს დროშა"

ფოტო მასალა

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი