25    დეკემბერს, 15:00 საათზე  საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მართავს - შემეცნებითი ალმანახის -  „ჰეროლდის" მეოთხე ნომრის პრეზენტაციას. ალმანახში წარმოდგენილი არიან ქართველი და უცხოელი ავტორები. გაგაცნობთ თემებისა და სტატიების  მოკლე ანონს:

  • ვექსილოლოგიისა და ჰერალდიკის ქვაკუთხედი - ალფრედ ზნამიეროვსკი
  • დროშები შუა საუკუნეების საქართველოში - მამუკა წურწუმია.
  • ერეკლე მეორის დიდ ბეჭედზე გამოსახული გერბების აღწერილობა - საარქივო მასალა
  • როგორ იხატებოდა გერბი - ზაქარია კიკნაძე
  • დაღესტნის ვექსილოლოგიის ისტორიიდან - პატიმატ ტახნაევა
  • შუა საუკუნეების პორტოლანებზე და შუა საუკუნეების პორტოლანებზე დასავლეთ შავი ზღვისპირეთის ქართულ ქალაქებზე დატანილი დროშების შესახებ - გიორგი ლობჟანიძე
  • დასავლეთ შავი ზღვისპირეთის ქართულ ქალაქებზე დატანილი დროშების შესახებ - დავით ჩხეიძე
  • ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფულის ნიშნები (1923-1924წწ.) - ნიკო ჯავახიშვილი
  • ორთავიანი არწივი - დავით კლდიაშვილი
  • საქალაქო ჰერალდიკა და საფეხბურთო კლუბების ემბლემები
  • საცირკულაციო და საიუბილეო მონერტები, თანამედროვე ქართული მუნიციპალური სიმბოლიკა - მამუკა გონგაძე

   შეგახსენებთ, რომ ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელებისა და ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლიკის და მისი მნიშვნელობის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ჰერალდიკის საბჭო გამოსცემს ალმანახს სახელწოდებით "ჰეროლდი".

 

 

 

 

 





 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი