საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო 30 ოქტომბერიდან 9 ნოემბრამდე ყვარელში საქართველოს ეროვნულ ბანკის ფულის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მართავს  გამოფენას თემაზე: "თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები" გახსნა - 30 ოქტომბერს 14:00 საათზე; მის.ქ.ყვარელი,შოთა რუსთაველის #10

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.

გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულაზაცია. მოსწავლეების, სტუდენტების, ზოგადად ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა. მათ შორის უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია. როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტები დამოუკიდებელ საქართველოში.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საქართველოს ეროვნულ ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმი.


ფოტო გალერეა











 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი