17-19 ოქტომბერს  ონელობის დღესასწაულის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართება გამოფენა თემაზე:  "თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები".ასეთი ფორმატის გამოფენა უკვე ჩატარდა თბილისში, ბათუმში, მესტიაში, ბოლნისში, დმანისში, ახალციხეში ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ცაგერში, ამბროლაურში და სხვ.         
     გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა; მათ შორის უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია; როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტები  დამოუკიდებელ საქართველოში.
      გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ხოლო მხარდამჭერები - ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.


 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი