ჭიათურის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს


   

 

 

 

 2015 წლის 15 სექტემბრიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს, კონკურსის მიზანია მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა  და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა.კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა ქართული. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში.გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;

ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;

გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).

    გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. საკონკურსო პროექტი კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა - დასაბუთება. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი
პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჯილდო 1000 (ათასი) ლარი. გამარჯვებული პროექტი გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს
   დამატებითი მოთხოვნები :

ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ

(ფრანგულ) ფარზე;

ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;

გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ჭიათურა".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ოქტომბერი. განაცხადების რეგისტრაცია წარმოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში. შედეგები გამოცხადდება პროექტების წარმოდგენის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს. მისამართი: ჭიათურა, ნინოშვილის ქ.№7, მე-7 სართული. ტელ.: 0479252555, 599 953521;

 

 


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი