ქალაქ  ახალციხის  მუნიციპალიტეტის   საკრებულო  აცხადებს კონკურსს ქალაქ  ახალციხის  მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და  დროშის) მისაღებად (იხ. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 მაისის N21 და 2015 წლის  16 ივნისის N27  დადგენილებები ).  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსში მონაწილეებს ნამუშევრების წარმოდგენა შეუძლიათ   ქალაქ  ახალციხის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს აპარატში  2015 წლის 20 აგვისტოდან ამავე წლის 22 სექტემბრის ჩათვლით სამუშაო დღეებში  900ს-სთ.  დან  18:00-სთ.- მდე. წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასება მოხდება  2015 წლის 23 სექტემბრიდან ამავე წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. გამარჯვებული კონკურსანტი ჯილდოს სახით მიიღებს 1000  ლარს.   
    დამატებითი ინფორმაცისა და ზოგადი კონსულტაციისათვის მსურველებმა მიმართონ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის საკონკურსო კომისიის მდივანს შალვა გოგოლაძეს / საკრებულოს იურიდიულ საკითხტა კომისიის თავმჯდომარე მობ.:599 13 09 63/, ან ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის აპარატს. (მის.ქ.ახალციხე, შ.ახალციხელის ქ.#2, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული).
     ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის    შესარჩევი კონკურსის ზოგადი კრიტერიუმი და წესები
    კონკურსის მიზანი

კონკურსის    მიზანია    ქალაქ ახალციხის    მუნიციპალიტეტის    სიმბოლიკის    –   გერბის   და   დროშის   საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.
     ზოგადი კრიტერიუმები
1. კონკურსის აწყობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.   კონკურსში   მონაწილეობა   შეუძლია   საქართველოს   ყველა   მოქალაქეს   გარდა   საკონკურსო   კომისიის წევრებისა.
3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსის სამუშაო ენაა ქართული.
4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის  შემთხვევაში.
5.    გერბისა  და  დროშის  პროექტები  შექმნილი  უნდა  იყოს ჰერალდიკის  კანონების  გათვალისწინებით  და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;
ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
6.        კონკურსთან    დაკავშირებულ    ყველა    დამატებით    საკითხზე    ინფორმაციას    იძლევა    კონკურსის კოორდინატორი  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
     საკონკურსო კომისია
1.  კონკურსს   ატარებს  კომისია,  რომელსაც  ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ–სამართლებრივი  აქტით ქმნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. კომისიის  შემადგენლობა  განისაზღვრება  არანაკლებ  ხუთი წევრით (მუნიციპალიტეტის  წარმომადგენელი და/ან მოწვეული სპეციალისტი ან სხვა მოქალაქე).
3. კომისიას შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი. კომისიას ყავს კომისიის მდივანი.
4. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ ისტორიკოსები ან სხვა სპეციალისტები, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.
5. კომისიის  თავმჯდომარე  უზრუნველყოფს  საქართველოს  კანონმდებლობით,  საკრებულოს       რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვას.
6. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კონკურსს ან/და სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს  წევრები, მოწვეული  პირები ან მასობრივი  ინფორმაციის  საშუალებათა  დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
7. კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტის გათვალისწინებით და კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ნორმებით.
8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.   ხმების   თანაბრად   გაყოფის   შემთხვევაში   გადამწყვეტია   სხდომის   თავმჯდომარის   ხმა. კომისიის  სიითი  შემადგენლობის  უმრავლესობის  გადაწყვეტილებით  შეიძლება  ჩატარდეს  ფარული კენჭისყრა.
9. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს დახურულიც, რომლის შესახებსაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
10.  კომისიის  სხდომა  ფორმდება  ოქმით,  რომელსაც  ხელს  აწერენ  სხდომის  თავმჯდომარე  და   კომისიის დამსწრე წევრები. განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვება ოქმს.
11. კონკურსის შედეგების მიხედვით კომისია აცხადებს გამარჯვებული ესკიზის პროექტს ან გამოაქვს გადაწყვეტილება ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ.
12. კონკურსის მონაწილეებს 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობება კომისიის მიერ მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.
13. გამოცხადებული კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად თუ კომისიამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული ესკიზის პროექტი.
     კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს აცხადებს საკრებულო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით(იხ. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის N33  განკარგულება) .
2. განცხადება კონკურსის შესახებ ქვეყნდება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით.
3. განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)   ესკიზის   პროექტისათვის   წაყენებული   ძირითადი   ჰერალდიკური   მოთხოვნები   (ესკიზი,   შესაბამისი ბლაზონი);
ბ) გამარჯვებული პროექტის ჯილდოს ოდენობა;
გ) წარდგენის ვადა;
დ) საკონკურსო კომისიის მისამართი.
4.   კონკურსის   პროცედურის   დაწყება   შესაძლებელია   არა   უადრეს   სამი   კვირისა,   კონკურსის   შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
კონკურსის პირობები
1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.
2.     საკონკურსო   პროექტს   კონკურსანტი   წარმოადგენს   კონვერტით,   რომელსაც   უნდა   ეწეროს  კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.
3.     წარმოდგენილ   კონვერტში   უნდა   იდოს  მცირე  ზომის  დალუქული  კონვერტი,  რომელზეც  ზემოდან აღნიშნული  იქნება  ავტორის  დევიზი  (კოდი),  მასში მოთავსდება  ინფორმაცია  ავტორის  ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
4.   კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
5.    დამატებითი მოთხოვნები
ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;
ბ)  გერბის  ფარის  ზემოდან  უნდა  მოთავსდეს  ტერიტორიული  ერთეულის  გამომსახველი  ვერცხლის  სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;
გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ ახალციხე“.
კონკურსის შედეგების დამტკიცება
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  გერბისა და დროშის პროექტი შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.
2.  ქალაქ ახალციხის   მუნიციპალიტეტის   სიმბოლოებს   ჰერალდიკის  სახელმწიფო   საბჭოს   თანხმობით   ადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულო;
3.  ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის   სიმბოლოები   ექვემდებარება  სახელმწიფო  რეგისტრაციას  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული პრემია
კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 1000 (ათასი) ლარი.
კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები
1.   გამარჯვებული პროექტი გადადის ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ  მოქმედი  კანონმდებლობის   დაცვით,  ხოლო  ყველა  სხვა  პროექტი  მოთხოვნისთანავე  უბრუნდება ავტორს.
2.      კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                                         















 







იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი