ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს


     კონკურსის მიზანია კონკურსის მიზანია  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის  -  გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა. 

      ზოგადი კრიტერიუმები
1.   კონკურსის ატარებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა.3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა ქართული.4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში.5. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციისათვის მიმართეთ კონკურსის კოორდინატორს,
 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფი. (ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა #1. ტელ: 599056414)
    კონკურსის პირობები
1.   გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსის გამოცხადდება - 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ოქტომბრამდე.
3. შედეგების გამოცხადება 2015 წლის 10  ნოემბერი.

გამარჯვებული პროექტისათვის დაწესებული კონკურსის პრემიები
    კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჰონორარი 1500 (ათას ხუთასი) ლარი.
კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები
1.   გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი უბრუნდება ავტორს2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.
        დამატებითი მოთხოვნები:
ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე; 
ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის    გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;გ) თვითმმართველი ქალაქის გერბს უნდა ჰქონდეს შესამკობელი. დ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა ,,ოზურგეთი".

 

 

 

 

 

 

 


იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი